spot_img
მთავარიარჩევნები"ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ. საარჩევნო...

“ივანიშვილის ბანდამ იცის, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ე.წ. საარჩევნო უბნებზე კი არა, არამედ ქუჩაში გამოვა და ამიტომაც იწვევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს” – ირაკლი ფავლენიშვილმა

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ – “ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად”:

ივანიშვილის ბანდაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საერთოდ არ აპირებს აბსოლუტური უმრავლესობა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისა ე.წ. საარჩევნო უბანზე მისვლას და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.

სრულიად გაბანკროტებულები არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ამ სპეცოპერაციაში.

ამ დროს არანაირი თავპირისმტვრევა და არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ-ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს ამის გაკეთება და ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩევლის ე.წ. საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას და კარგად იცის ივანიშვილმა ესეც”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“ასე სხარტად როგორ იგერიებს გიენებს?” – ლალი მოროშკინა ირაკლი კობახიძის შესახებ

საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ კონკრეტულ შეკითხვებზე გაცემულ...

“26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე...