კვირა, სექტემბერი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონო თეა ახალგაზრდების გულიდან "ჯალათეას" ვერ ამოშლით..." -...

“ქალბატონო თეა ახალგაზრდების გულიდან “ჯალათეას” ვერ ამოშლით…” – გიორგი ბაჩიაშვილი

2 სექტემბერს პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი მოხსენებით გამოვიდა და კომისიის დასკვნა წარადგინა, რასაც მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი:

“გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო.

ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან…

საპატიმროში გაშვებული უამრავი ახალგაზრდა…
ქალების მასიურად დაჭერაზე გადასული რეჟიმი და გაეროში გაგზავნილი ინციტატუსი…

ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან „ჯალათეას“ ვერ ამოშლით… ან რა უნდა დაწეროთ ახალ სახელმძღვანელოში? გამოგონილ „ომის პარტიას“ რომ ებრძოდით და ამ ბრძოლაში როგორ ასახიჩხრებდით ქართველ ახალგაზრდებს? თუ სიხარბეს და ეჭვიანობას შეწირულ თანაგუნდელებს ორდენებს როგორ ურიგებდით?

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეგ თქვენი 400 გვერდიანი ნაშრომი ეგებ რუსულად გამოსცეთ.

რით ვერ ხვდებით რომ ქართველს დაჭერით ვერ გააჩუმებთ, სტალინმა საქართველო ვერც დაჭერით, ვერც დახვრეტით და ვერც გადასახლებით ვერ გააჩუმა. ასს დაიჭერთ ?
ზღვა გამოვა!

მსურს ასევე მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი. ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ ვუღალატებთ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. მივიდეთ ყველანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ამით ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ.

ჩემი სრული და გულითადი მხარდაჭერა ყველა მამაც და საამაყო ახალგაზრდას, ყველა პოლიტპატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნამდვილ პატრიოტს.

ბრძოლა გრძელდება… ქართული ოცნება ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს. გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვთ – ჩვენ გვაქვს სიყვარული!!!” –
გიორგი ბაჩიაშვილი
3 სექტემბერი 2025 წელი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა მოახერხა, რომ ოფიციალურად გამოცხადდა პრობლემად ამერიკისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ...

“უსამართლობამ გამოგვიყვანა ქუჩაში, ზოგი – როდის და ზოგი – როდის” – ია მელითაური

სამოქალაქო აქტივისტი, ია მელითაური ემოციურად საუბრობს იმ რეალობაზე, რაც...

“ხუთჯვრიანი დროშა ეს არის რევოლუციის დროშა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს: "ხუთჯვრიანი...

“ლელო და გახარია, ნეტა თუ ხვდებით, ღალატის რა აქტი ჩაიდინეთ?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ირაკლი კობახიძის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ჩემთვის ლელო დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძისა...

“თქვენ კიდევ იმაზე ჩხუბობთ, მიშა პოლიტპატიმარია თუ არა🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძის კონკრეტული მინიშნებებს აკეთებს...