spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თითოეულ მოსამართლეს და პროკურორს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ აღვირახსნილი...

“თითოეულ მოსამართლეს და პროკურორს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ აღვირახსნილი ქმედების გამო!!!” – თაკო ჩარკვიანი

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი:

ვუსმენ ამ შემზარავ უსამართლო განაჩენს პოლიტპატიმარი ახალგაზრდების მიმართ და ვფიქრობ, რომ არ არის სწორი ფრაზა, რასაც ბევრი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აჟღერებს ტვ ეთერით თუ ისე, რომ “მოსამართლეები და პროკურატურა” ასრულებს, რასაც ერთი ოლიგარქი ანუ “ხელისუფლება” უბრძანებს. არ მიმაჩნია ეს სწორ ფორმულირებად, რადგან ასე პასუხისმგებლობას ვხსნით მოსამართლეებს, პროკურორებს, რომლებიც ხელს აწერენ აღვირახსნილ გადაწყვეტილებას. ასეც რომ იყოს და კი ბატონო, უთუოდ ერთი ოლიგარქი მართავს სახელმწიფოს, მაგრამ თითოეულ მოსამართლეს და პროკურორს ეკისრება ასეთივე პასუხისმგებლობა ამ აღვირახსნილი ქმედების გამო!!!

მათი ქმედება უნდა შეფასდეს!!! ეს არის სწორი!!! საკუთარ მოქმედებაზე პასუხი მათ მოეთხოვებათ! მხოლოდ ასე შეიძლება ბრძოლის მოგება უსამართლო “მოსამართლეებთან”!!!

ვფიქრობ ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა და მიზანში მოხვედრა! ამ “მოსამართლეებმა” სამომავლოდ ვერ უნდა გაბედონ ამოთქვან ფრაზა: “ჩვენ რასაც გვეუბნებოდნენ იმას ვაკეთებდითო”, – სწორედ ეს არის უმძიმესი დანაშაული!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...