spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მზად ვართ, ახალგაზრდების ინიციტივები, იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ...

“მზად ვართ, ახალგაზრდების ინიციტივები, იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ – გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან კი მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ამოქმედდება.

დედაქალაქის მერმა „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ პროგრამა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს.

გვაქვს ამბიცია, თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ყველა პირობა გექნებათ საიმისოდ, რომ შექმნათ არა მხოლოდ თქვენი მომავალი, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ თქვენს მიღწევებს ყველა სფეროში, რადგან სწორედ წარმატებული თაობა უყრის საფუძველს ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას.

თბილისის მერია, ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც არის განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალი პროფესიების დაუფლება, დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერიის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისთვის მიმდინარე წლის შემოდგომიდან ხელმისაწვდომი ხდება „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს და ათ მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, კულტურისა და გართობის სერვისებზე. ბარათი მფლობელებს ასევე სთავაზობს ათასობით ფასდაკლებას განათლების, მოგზაურობის, სპორტისა და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე.

ფასდაკლებების გარდა, პროგრამა ახალგაზრდებისთვის შექმნის საგანმანათლებლო, მოახლისეობრივ აქტივობებს და გახსნის კარს მრავალ ევროპულ შესაძლებლობაზე, როგორებიცაა: ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები და სხვა.

ბარათის გაცემის დღიდან ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ იმავე ფასდაკლებებს, რასაც სხვა ქვეყნებში ახალგაზრდული ბარათის მომხმარებლები ფლობენ. პროგრამისთვის უკვე შექმნილია შესაბამისი ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლების, მათი მიღების გზების შესახებ დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, პროგრამა ხორციელდება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომლის ექსკლუზიურ პარტნიორს თბილისის მერია წარმოადგენს. მუნიციპალიტეტისა და „საქართველოს ბანკის“ ურთიერთთანამშრომლობით კი, ევროპული შესაძლებლობები მობაილ ბანკშივე, ერთ ციფრულ სივრცეში საბანკო სერვისებთან გაერთიანდება.

დედაქალაქის მერმა „საქართველოს ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ახალგაზრდების წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით და ახლო მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.

თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ერთიანი საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს, ქვეყანა აქციოს ეკონომიკურად ძლიერ, საუკეთესო შესაძლებლობების ადგილად.

ჩვენ კი მზად ვართ, თქვენი ინციატივები, თქვენი იდეები ვაქციოთ რეალურ საქმედ. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. მთელი გულით გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და კეთილდღეობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ასევე, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...