spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკვე 33 დღეა ტყვეობაში ვარ, რადგან ჩემს ძმას,...

“უკვე 33 დღეა ტყვეობაში ვარ, რადგან ჩემს ძმას, თანამებრძოლს (ლევან ხაბეიშვილს) არ ვუღალატე” – ლაშა ცანავა

უკვე 33 დღეა ტყვეობაში ვარ, რადგან ჩემს ძმას(ლევან ხაბეიშვილს) არ ვუღალატე. ახლა ერთიანობა და ბრძოლაა საჭირო — 4 ოქტომბერს წყდება საქართველოს ბედი: ევროპული ოჯახი თუ რუსეთის გუბერნია. ამიტომ ერთად და ბევრი უნდა ვიყოთ”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში:

გამარჯობა მეგობრებო და თანამებრძოლებო

უკვე 33 დღეა, რაც ტყვეობაში ვიმყოფები იმის გამო, რომ ძმას, თანამებრძოლს (ლევან ხაბეიშვილს) არ ვუღალატე. რთულია აქ ყოფნა, ყოველ წამს მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მხნედ ვარ. ახლა საჭიროა ყველას ერთად დგომა, ერთად ბრძოლა. 4 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა არყოფნის ბედი – ვიქნებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი თუ ვიქნებით რუსეთის გუბერნია, ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი.

დიდი მადლობა ყველა ჩემს ძმას, მეგობრებს, თანამებრძოლებს, რომლებიც გვერდზე მიდგანან.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, დიდება საქართველოს, გამარჯვება საქართველოს, თავისუფლება საქართველოს!” – განაცხადა ლაშა ცანავამ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა 2025 წლის 30 ივლისს დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ლაშა ცანავამ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ დაკავების შემდეგ, მოდულის შენობაში მასთან, ორი დიდი თანამდებობის პირი შევიდა და გათავისუფლების სანაცვლოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა შესთავაზა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...