spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კარგად გავიარეთ რთული პერიოდი და ტურბულენტობა, გავუძელით "ოპოებით"...

“კარგად გავიარეთ რთული პერიოდი და ტურბულენტობა, გავუძელით “ოპოებით” და “ასოებით” გამოწვეულ ტექტონიკურ რყევებს” – ლალი მოროშკინა

გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და გადაჯგუფებებზე საუბრობს  ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და კონკრეტული მინიშნებებით, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

ხოდა რისი თქმა მინდა ამ პირველ სექტემბერს.

კარგად გავიარეთ რთული პერიოდი და ტურბულენტობა, გავუძელით “ოპოებით” და “ასოებით” გამოწვეულ ტექტონიკურ რყევებს.

ამასობაში მსოფლიო გადაჯგუფდა-გადმოჯგუფდა და მივიღეთ ერთი უსულო ურსულა – ევროპა და სულიერი ჩაინა & CO, საბოლოდ წელში გამართული რუსული დათვი და ხელებდალურჯებულია თუ მკვდრებშია თუ ცოცხლებში ჩაკარგული ჟღალი მიმინო…

ამოცანა გვეკითხება:
სად ვართ ჩვენ, ანუ ვინ ვარ მე?

ნაცარქექიის ვერსიას თუ მივყვებით, რომელიც არც თუ ურიგოა, დევებს რაზე “ვეკაჩაოდ”, თუ შესაძლებელია ბუხართან წყნარად, ნაცრის ჩიჩქვნა გავაგრძელოთ?

მაგრამ!

როგორც საქართველოს დატყვევებული “უსინდისი” იტყოდა:
– ნურას უკაცრავად!
არავინ “გვაქექინებს” ნაცარს სამისდღემჩიოდ.

შესაბამისად, არჩევანის დრო გვიახლოვდება.

ფილიგრანული აზროვნება, დავითისეული მძიმე ხელი და თამარისეული დიპლომატია გვწყურია.

ღმერთმა მოგვმადლა საამაყო ისტორიული მაგალითები, შესაბამისად ისღა დაგვრჩენია
ამოვიღოთ თავები ამ უაზრო ჩათჯიპიქლიავობიდან, მოვუხმოთ წინაპართა ცოდნას.

გრძელი როქის დრო აღარაა, მოვიგოთ შამათით და დავიბრუნოთ აბრეშუმის გზის დიდება!

P.S. იმედია გამომწერებში ისეთი სულელი არავინ მყავს, რომ იკითხოს:
4 ოქტომბერს დაგვამხობენ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“ჩემი თხოვნა იქნება, რომ შეეშვათ სიცრუის გავრცელებას. იყო კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი, დანარჩენს კი გამოძიება...

„დაახლოებით ვიცი რაც მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეფასების...

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...