spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

1 სექტემბრიდან, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვან და შრომის ბაზარზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ ვებ პორტალზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროფესიული განათლება წარმოადგენს უმოკლეს და პრაქტიკულ გზას დასაქმებისთვის და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება.

პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, შეცვალოს არსებული პროფესიული მიმართულება, გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა დარგში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში  სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, ჯანდაცვა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, მომსახურებები, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, განათლება და სხვა.

რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე. აღნიშნული მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.

2025 წელს შეთავაზებული საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – https://vet.emis.ge/#/

პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge

 

ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...