spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ...

“დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მოუწოდებს აქტივობისკენ:

ჩემი მკაფიო პოზიცია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით:

4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა.

ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო – ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს?

შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე.

ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც.

დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.

მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს – რუსთაველის გამზირს და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის.

4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...