spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმ დღეს მხოლოდ სიყვარული იყო, თითოეული სიტყვისთვის დიდი...

“იმ დღეს მხოლოდ სიყვარული იყო, თითოეული სიტყვისთვის დიდი მადლობა” – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის ემოციური შეფასებები და მადლიერება საზოგადოებისადმი, მისი ძმის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტის გულთან ახლოს მიტანისთვის…:

ძვირფასო ადამიანებო🙏 მეგობრებო, ნაცნობებო, შორეულებო, ახლობლებო… თითოეული კომენტარი ვნახე, ცრემლიანი სიტყვა, დატირება… მანამდე შემთხვევით არ გთხოვეთ დახმარება, თქვენი ენერგეტიკის მჯერა და მამუკას მიეშველეთ თქო (ასეც მოხდა, ერთი პირი მოიხედა კიდეც სამი კვირით). გთხოვდით, რადგან სულ ვგრძნობდი დადებით ენერგიას თქვენგან. მე მჯერა კოსმოსური ენერგეტიკის, რომელიც ატრიალებს დედამიწას, მიზიდულობის ძალის, რომელიც დადებითიც არის და უარყოფითიც, სიძულვილიც არის და სიყვარულიც, იმ დღეს მხოლოდ სიყვარული იყო, თითოეული სიტყვისთვის დიდი მადლობა, უცხო იქნება ეს თუ ნაცნობი, ციხიდან გამოგზავნილი წერილი იქნება პოლიტპატიმრის ეს თუ ემიგრაციიდან, მეგობრის თუ არამეგობრის, ვივამედიდან გამოგზავნილი იქნება პოლიტპატიმრის ეს თუ ქაშვეთში და სახლში მოსული პოლიტოპონენტებისა… ჩემს ტელეფონზე შემოსული სამძიმრის ზარები, არც ერთი ზარი არ გამკვირვებია, არც ოპონენტებისა, რადგან ვგრძნობდი, რომ ზიზღი და სიძულვილი არც მე მქონია ოპონენტის მიმართ და ალბათ იგივე გიბრუნდება. მოკლედ იმის თქმა მინდა,რომ მამუკას გასვენების დროს, “იმისტების და ამისტების” ერთმანეთში შერეული ცრემლი ვნახე, უთუოდ ნაღდი და ნამდვილი.

წამიერი სინამდვილე, შეიძლება, მაგრამ ნაღდი.

ჰოდა, როგორც ჯანსუღი იტყოდა “წამია წუთისოფელი” და…

“ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო, ფრთხილად ოღონდაც, ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი, რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი!”

მტრის ჯინაზე გაერთიანებულ საქართველოს მინდა, რომ ღმერთმა გაუმარჯოს!

მტერი კი ერთადერთია, სადაოც კი არ არის, უხერხულიც კია ამაზე დავა, რომ ეს მტერი- საქართველოს ოკუპანტი რუსეთია.

მამუკას სიტყვებით დავასრულებ, ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან ინტერვიუში ამბობს:”ჯოჯოხეთშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველოო”.

აბა რა… ასე იქნება… ჩვენს პატარა ლამაზ სამოთხეს, გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯვე ღმერთო🙏❤️🥲🙏“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ზღვა ხალხი – ოკეანე სიყვარულისა… მამუკა ჩარკვიანის გამოსვენება ქაშვეთის ეკლესიიდან

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...