ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა საგანგებო და კარანტინის რეჟიმის...

6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა საგანგებო და კარანტინის რეჟიმის განმეორებით დარღვევისათვის

საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება ორი მუხლი:
პირველი მუხლის თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.

აღნიშნულ მუხლს თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში შსს-ს უფლებამოსილ პირს შეუძლია გონივრულ ვადაში სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად.

მეორე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 2 მაისიდან.

აღნიშნულ საკითხზე განმარტებები გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძე და განაცხადა, რომ პარლამენტმა ასევე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაისჯება პირი, რომელიც განმეორებით დაარღვევს ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევას:

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ახალი ნორმები შეიტანა. 359-ე “პრიმა” მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი დაისჯება  6 (ექვს) წლამდე თავისუფლების აღკვეთით, საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისათვის.

თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ამისათვის ისჯება 3000-ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში ეს არის 15 ათასი ლარი, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...