spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველდღე 50-მდე არაფხიზელი ადამიანი კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს,...

“ყოველდღე 50-მდე არაფხიზელი ადამიანი კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს, თვეებია უკვე ამას ითმენს საზოგადოება” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით. არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ საკუთარი ფული და მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მსგავსი ბინძური პროვოკაციებისთვის ამზადებენ.

მადლობა ჩვენ სამართალდამცავებს, რომ დროულად მოასწრეს რეაგირება და უფრო მძიმე შედეგი არ მივიღეთ, რადგან ეს ეგზალტირებული ბრბო მზად იყო ჯგუფურად ეძალადა ამერიკელ ტურისტზე. ის ცალკე ამბავია, რომ რუსი ეგონათ და რუსი-რუსის შეძახილებით გაშმაგებული მისდევდნენ. (ჯერ ამერიკულ ფარას დაარქვეს რუსული, ახლა უკვე ამერიკელ ტურისტს – რუსი ტურისტი).

ყოველდღე 50-მდე არაფხიზელი ადამიანი კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს, თვეებია უკვე ამას ითმენს საზოგადოება. ახალ წელს ნაძვის ხის ანთების საშუალება არ მისცეს მერიას. 9 აპრილს როდიონოვის თანამოაზრეებმა, კომკავშირლებმა ამ ტრაგიკული დღის მონაწილეები და სხვა რიგითი მოქალაქეები არ მიუშვეს მემორიალთან. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენს მეგობარს, ბექა გოცირიძეს გაუსწორდნენ ლაჩრულად… საინტერესოა მეტი რა უნდა ჩაიდინონ, რომ ეს განუკითხაობა აღიკვეთოს რუსთაველის გამზირიდან?!
ნათელია, რომ არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებენ, სანამ არ ჩაქოლავენ ვინმე ტურისტს და სანამ არ მიაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს!(როგორც არაერთხელ უქნიათ).

P.S. ერთი წამით დავუშვათ იგივე, რომ “ქართული ოცნების” შეკრებაზე მომხდარიყო… სახ.დეპში უკვე ბრიფინგი ჩატარდებოდა, ელჩი ამერიკის მოქალაქეს საავადმყოფოში მოინახულებდა, ევროკავშირის საელჩო იტყოდა, რომ მოძალადეების ადგილი ევროკავშირში არ არი და ა.შ. და ა.შ.

P.P.S. ორმაგი სტანდარტი და ამაზრზენი პოლიტიკური ფარისევლობა – ეს არის ორი უმთავრესი “ღირებულება” რაც დღევანდელ დასავლეთს შემორჩა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

ლალი მოროშკინა: “აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ”

შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის პოზიტიურ როლზე...

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...