ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე შეფასებებს აკეთებ მმართველ პარტიასთან მიმართებაში და შექმნილი რეალობის მძიმე ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით:
“ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლის ან ასოცირების შესახებ შეთანხმების შეჩერება – არშეჩერების საკითხი ვინმეს თხოვნასა თუ ართხოვნაზე არაა დამოკიდებული. თუ ერთი მხარე რეგულარულად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მეორე მხარე მუდმივად ვერ დახუჭავს დარღვევაზე თვალს.
“ქართული ოცნება” დიდი ხანია არღვევს უვიზო მიმოსვლის და ასოცირების შესახებ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ შეთანხმებებს. “ქართული ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს და ევროპის კავშირს.
“ქართული ოცნების” ქმედებების გამო ევროპის კავშირი იძულებული იქნება, შეაჩეროს ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება. შეჩერება არ მოხდება მყისიერად, აგვისტოს ბოლომდე ქოცებისთვის მიცემული ვადის ამოწურვისთანავე. ევროპის კავშირი დემოკრატიაა, რთული სტრუქტურაა, რომლის მუშაობა ეფუძნება გარკვეულ პროცედურებს. ეს პროცედურები გაგრძელდება გარკვეული პერიოდი.
რეპრესიების შეჩერება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიის დაბრუნება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სულ ესაა, რასაც ევროპის კავშირი ქოცებს თხოვს, რომ დაცული იყოს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და ევროპის კავშირის უსაფრთხოება. ამ თხოვნას არ ასრულებს ივანიშვილის სინდიკატი. რასაც საქართველო დაკარგავს, მას ექნება უზარმაზარი უარყოფითი შედეგები პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კუთხით თანაც გრძელვადიანად“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

