spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის...

“4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის ტაქტიკა – დაქსაქსე და იბატონე – აღარ მუშაობს” – ლევან ხაბეიშვილი

4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის ტაქტიკა – დაქსაქსე და იბატონე – აღარ მუშაობს და საქართველოს გადარჩენის გზა მხოლოდ ერთიანობაშია“, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში და ემოციური პოზიცია-შეფასებებით, კონკრეტული განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას:

გამომყევით, ბოლომდე წაიკითხეთ და სად არ მეთანხმებით გამიზიარეთ:

ივანიშვილის ტაქტიკა არის მარტივი – დაშალე, დაქსაქსე და იბატონე. გადაკიდე ერთმანეთს, შური და უნდობლობა გააღვივე, რომ დაჭამონ ერთმანეთი და უყურე სეირს. პარალელურად, გაძარცვე ხალხი, გამდიდრდი და იცხოვრე ნამდვილი ბატონივით.
ინდივიდუალურად წაახალისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ეგოები, შეაგულიანე, რომ “ვარსკვლავები” არიან და გაერთე…

ამის შემდეგ იწყება, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია, პოლიტიკოსები და აი აქ უკვე გამუდმებით ერთი სცენარია – “მე ამასთან არ დავჯდები; მე იმასთან ერთად არ მინდა; ამან რომ “მაშინ” ასე თქვა; მე უფრო რეიტინგული ვარ; მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ; მე კადრში კარგად გამოვიყურები; ვიზუალი ხელს მიწყობს; გუშინ ბრიტანეთში ვიყავი; ხვალ საელჩოებს ვხვდები; ზეგ ფრენა მაქვს…; გუნდთან გავივლი კონსულტაციას; შევიკრიბებით, შევქმნით კომიტეტს, მე მაქვს 16 პუნქტიანი გეგმა; მე მაქვს ნამდვილი სტრატეგია; მე ვიცი როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა და ჩემთან მოდით; მე ყველაზე დეტალური ხედვა წარმოვადგინე; მე მაგას როდის ვამბობდი…” – და ასე, დაუსრულებელ ბლა-ბლა-ბლაში მიფრინავს დრო.

გამოსავალი არის მარტივი – უბრალოდ დავიკიდოთ ეგ “ყოვლისშემძლე”, მძლეთამძლე “პოლიტ-ელიტა” და ხალხი გავერთიანდეთ!!!

ხალხის გაერთიანებას არ აქვს ალტერნატივა!!! არც მათკენ ხელის გაშვერაა სწორი და სამართლიანი.

მუდმივად რომ არ ვეძებოთ “დამნაშავეები”, უბრალოდ ინიციატივა აიღოს ხალხმა და გაერთიანდეს ხალხი!!!

ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის!!! გვჭირდება უპირობო ერთიანობა მხოლოდ ხალხის და არა გამოგონილი, თუ სარდაფში გახსნილი ორკაციანი პარტიების!!!
ნამდვილი, ეროვნული ერთიანობაა საჭირო და არა 1000 პუნქტის გარშემო, არამედ უმარტივესი მიზნის გარშემო – საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!

გავერთიანდეთ საქართველო ივანიშვილის გარეშე მოთხოვნით, მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, შემდეგ იქ დაგვიმტკიცონ პოლიტიკოსებმა რომელი, რომელს ჯობია.

4 ოქტომბერი ვაქციოთ გამარჯვების დღედ – ეს ნამდვილად არის ჩვენს ხელში!!!! ყველა გამოვიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ უპრეცედენტო ერთიანობა ქართველი ხალხისა, რაც უპირობოდ მოიტანს მშვიდობიან შემოდგომის რევოლუციას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ინფორმაციას “ბაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაკუთრებით პოზიტიურ,...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...