spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათი ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური "ბარდაგი" და განუკითხაობაა სისტემაში"...

“მათი ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური “ბარდაგი” და განუკითხაობაა სისტემაში” – ლევან ხაბეიშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაზე

იუსტიციის სამინისტრომ უპრეცედენტო სიბრიყვე გაავრცელა, თითქოს პატიმარმა ციხის ადმინისტრაცია მოისყიდა, რომ საკუთარი თავი ეწამებინა! ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს!” – ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

ივანიშვილის შვილობილის (ასე ეძახდა თავად) წინააღმდეგ უპრეცედენტოდ, გაუგონრად დიდი დანაშაული, სიბრიყვე გაავრცელა იუსტიციის სამინისტროდ წოდებულმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო “ფეიკ” დაწესებულებამ!!!

ბაჩიაშვილმა მოისყიდა ციხის ადმინისტრაცია, თანამშრომლები, რომ საკუთარი თავი ეწამებინა” – ეს თქვეს ოფიციალურად!!!

ტროლ-ბოტმა, ან ზარქუამ კი არ მობოდა, არამედ ოფიციალურად გაავრცელეს ეს ინფორმაცია.

გლდანის ციხეში, ხომ მოისყიდა პატიმარმა “ყველა” და ბიძინას ტყვეობაში მყოფი, თურმე ქსანშიც მისწვდა ციხის ხელმძღვანელობას და გლდანში გადმოაყვანინა პატიმარი, რომელიც ასევე, გლდანის ციხიდან ქსნის ციხეში “შეკერა”.

მათი ვერსიის მიხედვითაც, აბსოლუტური “ბარდაგი” და განუკითხაობაა სისტემაში – მკვლელები, დაქირავებული კილერები, ციხის კრიმინალი, მექრთამე “შეფები”, აღებ-მიცემობა.

პტ სალიას რა ნამუსით უნდა ერქვას მინისტრი?! – დაირქვას ბანდფორმირების ყოჩი, ლიდერი!!!
შეასრულებინეს, დაავალეს და ახლა, ისევ წვრილფეხობას აწმენდენ ხელს.
დამსმენი, აფერისტი და გადამგდებია ივანიშვილი და ცხადია, ყველას გაწირავს!!!

ბორიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გამათხოვრებული, გაკრიმინალებული, გაწუწკებული ციხის ადმინისტრაცია ბიტკოინების საფულის პაროლს მას არ მიუტანს!!!

თუ “დაითრიეს” მოკლავენ ბაჩიაშვილს და “შემოგვაკვდა თქვენი პაროლების ძიებაში-ო”, ეტყვიან.

4 ოქტომბერს უნდა დავიხსნათ თავი და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა – ყველა რუსთაველზე”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...