spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს -...

“საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს – ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარციხთვის” – კახა კალაძე

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციელებელ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „IRI საქართველოს“ პროგრამების დირექტორმა მოამზადა და რომელიც სექტემბერში საპროტესტო აქციების ჩატარებას გულისხმობს.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რევოლუციის მოწყობის ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.

არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა რევოლუციის მოწყობის. ეს სურვილი და მცდელობები ახლაც არსებობს იმ რადიკალების გამოყენებით, რომლებიც გვყავს ქვეყნის შიგნით აგენტურის სახით. მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

ცხადია, ყველა ვერ იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი – ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს. ამისთვის არსებობს არჩევნები. ტყუილად ხომ არ არის მოგონილი ის? ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. როდესაც გინდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მაგრამ როდესაც ხარ უმცირესობაში და გინდა, რომ რაღაც ძალით „გადატეხო“ სიტუაცია, ხალხის დაშინებით, ცემით, ეს წარმოუდგენელია. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე. ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩართული, ჩარეული, როგორც ეს წლების წინ იყო – გვახსოვს რამდენიმე მცდელობა რევოლუციის მოწყობის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ის განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში კეთდება, ვიზალიბერალიზაციასთან არანაირ კავშირში არ არის.

აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი ის მოთხოვნები, რომლებიც იქნა გაჟღერებული და არაფერ კავშირში არ არის ეს ვიზალიბერალიზაციასთან. ევროკომისიამ რაც გამოაქვეყნა, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქვეყანას აქვს წინგადადგმული ნაბიჯები, წინ მივდივართ, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მეორე მხრივ კი, მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამას, რომ ჩვენ არ ვართ ვიღაცის წარმომადგენლები, აგენტურა ამ ქვეყანაში და ერთი თითის დაქნევით არ ვასრულებთ, არ ვეთანხმებით მათ გადაწყვეტილებებს, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის ინტერესს და ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური განცხადებით და კონკრეტული...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...