კვირა, აგვისტო 24, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბებო ცოტაც გაუძელი და აუცილებლად ჩაგეხუტები. მიყვარხარ და...

“ბებო ცოტაც გაუძელი და აუცილებლად ჩაგეხუტები. მიყვარხარ და მენატრები და გთხოვ დღეს არ იტირო და აღნიშნე…” – რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით თავის ბებიას დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურად, უდიდესი სიყვარულით იხსენებს მასთან გატარებულ დღეებს, განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს მასზე:

დღეს ბებოს დაბადების დღეა!

იმ ბებოსი, რომელიც ყოველი დარეკვისას მეუბნება მთელს ჩემს სიცოცლეს დავთმობდი ოღონდ შენთან ერთხელ მაინც ჩამახუტაო. იმ ბებოსი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ახალგაზრდაა და არასდროს დაბერდება. იმ ბებოსი, რომელიც ყოველთვის ნათელ მხარეს იდგა/დგას და მისი ასაკის ხალხის უმეტესობისგან განსხვავებით არასდროს წამოგებია პროპაგანდას. იმ ბებოსი, რომელიც ჩემს ყველა სასამართლოს ესწრება და ერთი ადამიანი, ვინც ყველაზე ყველაზე მეტად განიცდის შენს ტყვეობასო, რომ მკითხონ მას დავასახელებდი. სამი კვირის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა (შუნტირება) და ძალიან ვნერვიულობდი. აღარ შემეძლო ლოდინი სანამ დავრეკავდი და დედა მეტყოდა კარგად ჩაიარაო, სანამ მის ხმას არ გავიგონებდი…

იმ ბებოსი, რომლისთვისაც ბებო არასდროს დამიძახია და არც დავუძახებ, რადგან ჩემთვის ბებოზე მეტია – დედაც არის მამაც, დაც, მეზობელიც და ძმაკაციც.

უნდა ნახოთ ერთად როცა ვართ როგორ, ვუკითხავთ ერთამენეთს ლექსებს, ვუყურებთ ფილმებს, განვიხილავთ წიგნებს. ჩემთვის არ არსებობს მასზე მშრომელი, მასზე კეთილი და მასზე მგრძნობიარე ადამიანი. მართლა ყველაზე კეთილია მთელ სამყაროში.

გამოიცანით აბა ერთადერთი რამ რაზეც ,,მეჩხუბება“ სულ? რა თქმა უნდა ჭამა. როცა 5 სხვადასხვა საჭმელს ჩამტენის პირში თავის ნამცხვრებით, შოკოლადებით და ხილით და მაინც იმას ეუბნება დარეკვისას დედას დამტანჯა არაფერს ჭამსო. ყოველთვის იმხელა თეფშებს მივსებს ხოლმე ჩემი საყვარელი ფრაზაა ,,ნაი რა არი ეს ქვაბით დამიდგი?“ აუ როგორ მომენატრა…

ბებო ცოტაც გაუძელი და აუცილებლად ჩაგეხუტები. მიყვარხარ და მენატრები და გთხოვ დღეს არ იტირო და აღნიშნე… გილოცავ, უფრო სწორედ ჩემს თავს ვულოცავ შენს არსებობას, მადლობა რომ მყავხარ“, – წერს რეზო კიკნაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე უზომოდ მადლიერი ვარ როგორც მისი შემოქმედების, ასევე მისი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, მრავალი წლის განმავლობაში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემოციური შეფასებებით ეხმიანება ქართველი...

“უნდა გამოიყენო ყველა ბერკეტი, რომ არჩევნები არ გაგიყალბონ” – ბესიკ დონაძე

არჩევნებში მონაწილე ორ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტული საკითხების მიმართ უყურადღებობაში...

“ანუ, ეს ჰქონდა რუსეთს გეგმაში თქვენი აზრით?” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქართული ოცნება” და “ნაც. მოძრაობა” არის ერთგვარი პოლიტიკური სიმბიოზი – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

“როგორც ადუღდი, ისე დადუღდი, უზრდელო ბიჭო, და ტოლი ნახე, კოჭი გააგორე” – თეა წულუკიანი...

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის მიერ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით...