ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან...

“მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს” – ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკოსებო, თუ თქვენ შიშებს ვერ ერევით, თუ თქვენ მხოლოდ ეთერებში ლაპარაკობთ და ხალხს ლოდინში ტოვებთ — მაშინ ხალხი თვითონ წავა მშვიდობიანი რევოლუციის გზით, რადგან მესამე გზა არ არსებობს”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში:

პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! – არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!

გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?! რა გზას ადგახართ და რეებს “ბოჟიალებთ”?!
ეთერებში სხედხართ და “აი ეს იქნება, დაველოდოთ, მოხდება, ევროკავშირი იტყვის, ამერიკა იტყვის…
გვაშტერებთ?! გვასულელებთ?!

ბრძოლის გამოცხადების გეშინიათ, რადგან ორჯერ უფრო გეშინიათ, რომ დავმარცხდებით?! ამ შიშებით გინდათ ოდესმე გაიმარჯვოთ?!
არა ძმებო, ასე არ გამოვა!!! ან ერთი ადგილის თამაშს მოეშვით და ხალხს აჩვენეთ გზა, ბრძოლა ან უბრალოდ დაბრუნდით “არჩევნებში” და ნუ წვალობთ უაზროდ!

თქვენს შიშებს, თქვენს თავს ვერ ერევით და ბიძინას გინდათ მოერიოთ ასე “მიპარვით”, დალოდებით?! 3-ჯერ ტელევიზორში გამოჩნდით და თავი კიტრებად მოგაქვთ.
ცოტა მიწაზე გაიარ-გამოიარეთ და 5-10 კაციანი უსაქმურების კლუბიდან გარეთაც გაიხედეთ.

მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს.
ორღობის ჭორიკანებად ჩამოყალიბდით – ყურში ჩურჩული, ამან თქვა, იმან თქვა, ამან “დაალაიქა”, იმან “გააზიარა”, ეს იმას შეხვდა, ეს ამას ესაუბრა და არჩევთ ასე, არამკითხე მოამბესავით არასაჭირო, არასაქმიან თემებს და მხოლოდ სხვისი რევიზიით, გამორკვევით ხართ დაკავებულნი.

დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს!!!

პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი – 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე.

ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!” – წერს ლევან ხაბეუშვილი

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ”...

„ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის...

“ამერიკელებმა სადაც ფეხი ჩადგეს, არსად მშვიდობა არ მოუტანიათ…” – ვატო შაქარიშვილი

აშშ-ს სამშვიდობო ინიციატივებს ერთგვარი უნდობლობით ეხმაურება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს”...

“გულახდილად ვაღიარებ, რომ ასეთი მასშტაბის დეგრადაციას არ ველოდი” – დავით ზურაბიშვილი

კონკრეტული პირების მხრიდან პუტინის ერთგვარ დაცვას მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რთულია ალბათ, როცა იაზრებ, რომ ყველაფერზე წასვლა, ყველაფრის კადრება მოგიწია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მორიგი წერილი გამოაგზავნა...

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

“ნინო ნადირაძე არის კოლექტიური ქოცის სახე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...