ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაქართველ გოგონათა წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადაზე

ქართველ გოგონათა წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადაზე, რომელიც წელ ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა, წარმატებას მიაღწიეს ქართველმა გოგონებმა:

დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020), რომელიც წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ოთხი გოგონასგან შედგებოდა.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელთათვის ოლიმპიადა წარმატებული აღმოჩნდა. წელს პირველად, ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა:

ანა ონოფრიშვილი – ოქროს მედალი;

თამარ კორკოტაშვილი – ვერცხლის მედალი;

მარიამ ივარდავა – ბრინჯაოს მედალი;

მარია ცხვედიანი – ბრინჯაოს მედალი.

გუნდურ ჩათვლაში, ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთთან ერთად IX-X ადგილი გაიყო, რაც მონაწილე ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, კარგი მაჩვენებელია.

ნაკრების ლიდერი იყო ივანე გოქაძე, თანალიდერები – დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...