spot_img
მთავარიევროკავშირი"არავისი სათამაშო არ გავხდებით ქართველები" - მეუფე იაკობი

“არავისი სათამაშო არ გავხდებით ქართველები” – მეუფე იაკობი

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგების დროს მრევლთან საუბრობს ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით და კონკრეტულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:

რის სანაცვლოდ გეუბნებიან ვიზებზე? ოჯახური ღირებულებები რად გინდაო, ხომ? მარტივად რომ ვთქვათ, რა – მაგის პრობლემა არ გიდგათო ქართველებსო, უმცირესობის პროპაგანდა იყოსო, საშიშროება არ არის მაგაშიო. მაგაზე დაგვიჯერებთო და ვიზებს არ წაგართმევთო, ვიზები გექნებათო…

დამეხმარება მაგი ღმერთისკენ სიარულში?! აი, მაგაზე დავფიქრდეთ, რა…

თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით – ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი და არც არავის… თუ ოჯახურ ღირებულებებზე, პროპაგანდისაგან ბავშვების დაცვაზე უარს ვიტყვით, ხომ ქრისტეს და ღმერთის მცნებების წინააღმდეგ წავალთ, ხომ?! ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ვიცავთ ამას, კბილებით გაგვაქვს და არ დავთმობთ. ჩვენი ისტორია მაგას უყურებს. ამიტომ, კეთილი ინებეთ და ჩვენთან ურთიერთობა თუ გინდათ ნაღდი, ჭეშმარიტი ურთიერთობა გქონდეთ. რაც კარგია თქვენთან – მივიღებთ, რაც ჩვენთან კარგია – გაგიზიარებთ, ცუდს არ მივიღებთ არც თქვენგან და არცერთი დამპყრობლისგან.

ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა ისე მოვიქცეთ, რომ უცხოეთში ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე.

მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ – თქვენი და არც არავისი სათამაშო არ გავხდებით ქართველები“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...