spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოში 100 ათასი ტესტი მაინც უნდა იყოს ჩატარებული...

საქართველოში 100 ათასი ტესტი მაინც უნდა იყოს ჩატარებული და იქნებოდა გახსნილი მაღაზიები, ბიზნესი და ა.შ. – გიორგი ვაშაძე

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეხმიანება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე და აცხადებს, რომ სიჯიუტის გამო, რომელმაც საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმების გახანგრძლივება გამოიწვია დანაშაულებრივია და გამოსავალი მასობრივ ტესტირებაშია. გიორგი ვაშაძის აზრით ხელისუფლების დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო საქართველოში ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად, საზოგადოება შიმშილის პრობლემის წინაშე დგას:

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ დანაშაულებრივი სიჯიუტის მხვერპლი.

დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ დღემდე ქვეყანაში არ გვაქვს მასობრივი ტესტირება.

დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ ამ მასობრივი ტესტირების არქონის გამო, გვიწევს და გვიწევს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის გაგრძელება.

დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ჩვენ გვიწევს უაზრო შეზღუდვების დაწესება ქვყანაში, მანქანებით გადაადგილებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

სწორედ ამ დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად, შიმშილის პრობლემის წინაშე დგას უკვე დღეს საზოგადოება. სწორედ ამ დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა.

მთავრობა მიდის პარლამენტში ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას და ამბობს, რომ მერე მოგიტანთ გეგმას, თუ რისთვის ვითხოვ საგაგნგებო მდგომარეობის გაგრძელებასო.

მე შეკითხვა მაქვს მთავრობის თითოეულ წევრთან. გეკითხებით რა შეიცვლება ორშაბათს დღევანდელისაგან განსხვავებით?! როცა მოიხსნება მანქანებზე შეზღუდვა?! ან რა შეიცვლება 22 მაისს?! თქვენ რა მართლა გგონიათ, რომ კორონავირუსი თვითონ დამარცხდება? თუ ჯოგურ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ ჩვენ ყველა და ამით გადავლახავთ კორონავირუსს?!

სანამ მასობრივი ტესტირება არ დაიწყება ქვეყანაში გამორიცხულია რაიმე ნაბიჯი გადაიდგას. თვენახევრის წინ, როცა ჩვენ დავინახეთ ეს ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებდით მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით, ავტეხეთ ამაზე განგაში. თქვენგან კი რა იყო პასუხი?! – მასობრივი ტესტირება პანაცეა არ არისო. დიახ, პანაცეაა, – პანაცეაა მასობრივი ტესტირება და ახლა საქართველოში 100 ათასი ტესტი მაინც უნდა იყოს ჩატარებული და იქნებოდა გახსნილი მაღაზიები, ბიზნესი და ა.შ. მაგრამ ამის სანაცვლოდ რა მივიღეთ?! თქვენგან ჯიუტი მტკიცება, რომ არაფერში ეს არ არის საჭირო,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...