უკვე სახელგანთქმული ენოტი ცაცუნას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ნერვიულობებთან დაკავშირებით ბევრია ინფორმირებული, სოციალურ ქსელებში და ასევე საინტერესო უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, ენოტს ჩაუტარდა ოპერაცია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში, რის შესახებაც უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
“უსაყვარლეს ენოტს სახელად ცაცუნა 🦝🫶🏼 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში ჩაუტარდა:
• მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია
• მუცლის კედლის თიაქრის ჰერნიორაფია. თიაქრის ღრუში აღმოჩნდა გადმოსული ბადექონი (omentum)
ცაცუნას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს, არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.
ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ 💉 რომელსაც ანესთეზიოლოგიის მიმართულებით გავლილი აქვს სპეციალიზებული გადამზადება პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაატარა ნუცა ბესაშვილმა.
ოპერაციის შემდეგ ცაცუნა თავს შესანიშნავად გრძნობს 🩵🐾“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

