პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის...

ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება – მიხეილ სააკაშვილი

სოციალურ ქსელ “ტიკ ტოკ”-ზე გამოქვეყნებულ ბიძინა და ბერა ივანიშვილების გასართობი მისალმების მინი ვიდეორგოლს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის აზრით, იმ დროს როცა ქვეყანას ასე უჭირს, მიუღებელია მსგავსი ქმედება და ცინიზმად მიაჩნია ეს:

აღდგომა არ მიულოციათ, ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი სამძიმარი არ უთქვამთ, ამდენი ბიზნესი დაიხურა და არც შეუმჩნევიათ, ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და დახმარება კი არა ნუგეში არ უთქვამთ, ამდენი ბავშვი დაიმშა და ერთი თეთრით არ დახმარებიან და რა უხარიათ

ვინმემ შეიძლება მისაყვედუროს, მამა-შვილია და რასაც უნდათ თავის ოჯახში იმას გადაიღებენ და დადებენო!

არა ბატონებო! ეს გახლავთ უაღრესად გულისამრევი ცინიზმის და რეალობისგან მოწყვეტის ნათელი და თან უნიჭო დემონსტრირება.

უმუშევრად და სრულიად უიმედოდ, ჩვენს თანამემამულეთა სასოწარკვეთილი უმრავლესობა, სახლებშია გამოკეტილი იმის შიშით, შვილებს რა აჭამონ და ამ დროს ხელმწიფე და თავის უფლისწული ვიდეოტინგიცით პასუხობენ ერს. ოჯახი, რომელიც ბოლო 8 წელია თავის ხოშზე და კაპრიზებზე მართავს ჩვენ სიმწრით ნაშენებ გაუბედურებულ ქვეყანას.

ამას არ ჰქვია სახელმწიფო. ამას ჰქვია ოლიგარქია ყველაზე დამცინავი, შეურაცხმყოფელი ფორმით! ფიქრობენ ალბათ, რაც მეტად გაღარიბდება ხალხი, მით უფრო ადვილად ვიყიდით ხალხის სულებსაც და მომავალსაც! მე პირადად ამას არ დავუშვებ!

საქართველოში მალე გათენდება! წყვდიადი დამარცხდება!
ჯანმრთელობას და სულ მცირედ გამძლეობას გისურვებთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...