შაბათი, მაისი 17, 2025
12.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარანაირი კრიზისული სიტუაციის მართვასთან საქმე არ გვაქვს, საქმე...

არანაირი კრიზისული სიტუაციის მართვასთან საქმე არ გვაქვს, საქმე უცოდინარ-არაპროფესიონალებთან გვაქვს – გიორგი ვაშაძე

მთავრობის მიერ დაანონსებულ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის საკითხს ეხმიანება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არ გააჩნია და პოლიტიკური მიზნებისათვის რასაც საჭიროდ ჩათვლიან იმ გადაწყვეტილებებს იღებენ. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით საქართველო კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით ყველაზე ცუდი მაგალითია მსოფლიოში:

არანაირი კრიზისული სიტუაციის მართვასთან საქმე არ გვაქვს. საქმე უცოდინარ-არაპროფესიონალებთან გვაქვს, რომლებსაც არანაირი გეგმა არ გააჩნიათ. უბრალოდ პოლიტიკური მიზნებისათვის სიტუაციის მიხედვით, რასაც საჭიროდ ჩათვლიან იმ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით მდგომარეობაში, როცა პროცესი მთავრობას და გახარიას მართავს და არა პროცესს მართავენ ისინი. ეს სწორედ იმაში გამოიკვეთება, რომ არ გვაქვს დიაგნოსტიკა/ტესტირების შესაძლებლობა.

კეტავენ უფრო და უფრო მეტად, შეზღუდვები უფრო მეტია, ხალხი შიმშილის ზღვარზეა. ეს გამოსავალი არ არის და ეს არ არის გზა, რომლითაც უნდა მიდიოდეს კრიზისული სიტუაციების დროს რომელიმე სახელმწიფო.

საქართველო დღეს არის კრიზისული სიტუაციების ყველაზე ცუდი მაგალითი მსოფლიო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანების შიმშილი ქვეყანაში ფაქტობრივად გარდაუვალია,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!” – ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს რკინიგზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სკანდალურ...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...