ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებისაგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, 27 აპრილამდე გაგრძელდა...

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, 27 აპრილამდე გაგრძელდა საავტომობილო შეზღუდვა – ირაკლი ჩიქოვანი

საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით, ხოლო საავტომობილო შეზღუდვების ორშაბათამდე გახანგრძლივების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას ასევე განმარტა, რომ პარასკევს წარადგენენ ეკონომიკის განვითარებისათვის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ორ ეტაპიანი იქნება. პარასკევს იქნება, ასევე, წარმოდგენილი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა:

საგანგებო მდგომარეობის პირობებში და გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებს და ასევე შემდგომში იმოქმედებს.

უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, ორი-სამი კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ, დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური ცხოვრების აქტივობების ხელშეწყობა.

დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე.

პარასკევს 24 აპრილს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მთლიან პროექტს, რომელიც იქნება ორი ეტაპისაგან შემდგარი – ეს არის მიზნობრივი-სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან პარასკევს იქნება წარმოდგენილი შეზღუდების თანდმიმდებრული ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად ეკონომიკის გახსნის გეგმაც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით ანუ ორშაბათამდე 27 აპრილის ჩათვლით, “ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...