spot_img
მთავარიპოლიტიკამიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართელოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ.

კოლეგებს შორის პირისპირ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობის, ნდობის დამკვიდრების პროცესს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზით და მზად არის გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონის ქვეყნების სასიკეთოდ. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები განიხილეს , სადაც აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხო გარემოს ახლო აღმოსავლეთში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...