spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" და "ნაც. მოძრაობა" არის ერთგვარი პოლიტიკური...

“ქართული ოცნება” და “ნაც. მოძრაობა” არის ერთგვარი პოლიტიკური სიმბიოზი – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით და გარკვეულ რჩევებს აძლევს პარტიას:

პოლიტიკურ პროცესს სჭირდება არა მექანიკური, არამედ შინაარსობრივი, მსოფლმხედველური გაერთიანება.

არაერთხელ მითქვამს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაც. მოძრაობა” არის ერთგვარი პოლიტიკური სიმბიოზი, რომლებიც მიუხედავად ბუნებრივი ანტაგონიზმისა, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ.

როგორ უნდა დაირღვეს ეს სიმბიოზი და გზა გაუხსნას რეალური ალტერნატივის ფორმირებას?

ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარი შეცდომების აღიარება.

მაგალითისთვის, მე ვთქვი, რომ 2012-ში რომ მცოდნოდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა 2025-ში ქვეყანა, არათუ ხელს არ შევუწყობდი “ქართულ ოცნებას”, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგებოდი მის ხელისუფლებაში მოსვლას.

“ნაც. მოძრაობამ” ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს ბიძინას დანაშაულით “გააპრავოს” საკუთარი დანაშაული, რაც შეუძლებელია, უნდა აღიაროს, რომ მათ დროსაც ჰქონდა ადგილი პოლიტიკურ დევნას, მართლმსაჯულების სისტემა იყო პოლიტიზირებული და საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტი, ადგილი ჰქონდა ელიტურ კორუფციას პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

მხოლოდ ამ გულწრფელი აღიარების საფუძველზე შეიძლება საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელსაც არ მოსწონს აწმყო, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება უნდა, ნდობის დაბრუნება.

ჯერ-ჯერობით “ნაც. მოძრაობის” მხრიდან არა თუ ამას, არამედ პირიქით, ოპოზიციაშიც კი ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ვხედავთ, განსხვავებული აზრის მიმართ აგრესიული შტურმის სახით, რაც ბუნებრივად კვებავს სიმბიოზს და ამით აძლიერებს ხელისუფალს.

შედეგად ვიღებთ არა თუ ცვლილებებს, არამედ რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...