spot_img
მთავარიანალიტიკა"არ მინდა იარლიყების სროლა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს...

“არ მინდა იარლიყების სროლა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს რა მოტივებით მოძრაობენ” – გიორგი ახობაძე

არჩევნები” 2025 – გთხოვთ ბოლომდე ჩაიკითხეთ“, – ასეთი მიმართვით აქვეყნებს სოციალურ ქსელში დეტალურ შეფასებებს და განმარტებებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პატიმრობიდან გათავისუფლებული, გამართლებული, სამოქალაქო აქტივისტი, ექიმი გიორგი ახობაძე:

იმ ჯაან ჭკვიანი “ექსპერტის” თავში ჩამახედა, თუ ოთხივე კოალიცია გავიდოდა საერთო კანდიდატით, ლელოს რომ მოგება უმკითხავა ჭიქაში ყავაზე.

მოდი ჩავუღრმავდეთ რიცხვებს.

478 950 ადამიანი მივიდა 2021-ში თბილისში არჩევნებზე, რომელსაც “რეფერენდუმი” ეწოდა, მაღალი მნიშვნელობის იყო და მიბმული იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან.

თბილისში რეგისტრირებულია 1 002 525 ამომრჩეველი ანუ აქტივობა იყო – 47.8%
523 575 თბილისის მოქალაქეს ფეხებზე კიდია ქვეყანაც, ქალაქიც და არჩევნებიც, ესაა ქოცების ხმების “ქერის ორმო”. აქედან აიღებენ რამდენსაც უნდა. ე.წ. “ხალასტოი ხმებია” ეს.

მოდი გავაკეთოთ დაშვება, რომ ისევ იმდენივე ხალხი მივა არჩევნებზე, რამდენიც სულ დადის დაახლოებით ანუ დავამრგვალოთ და ავიღოთ საორიენტაციო რიცხვად 500 000 ხმა. როგორც კვლევებმა აჩვენა, თბილისში ოპოზიცია vs ქოცები, პროცენტულად ასე გამოიყურება 65% vs 25% თითქოს დიდი გარღვევაა ხომ? თითქოს ვერ გაყალბებადია. მოდი ისევ რიცხვებს ჩავეძიოთ. 500 000 პოტენციური ხმიდან, 65% მიდის ოპოზიციაში, ანუ 325 000 ხმა (ისე არაა ჩემი მტერი. იხილე 2024-ის საპარლამენტოს თბილისის ხმები)
25% მიდის ქოცებთან ანუ 125 000 ხმა, სხვაობა არის 200 000 ხმა ოპოზიციის სასარგებლოდ.

ქოცები რომ ვიყოთ, როგორ გავაყალბოთ 200 000 ხმა?
თამაშში შემოვიყვანოთ ელექტრონული კარუსელი და ბენედიქტე გეგეჭკორი
🟢დავიქირავოთ 1000 “კაპიტანი”;
🟢თითო კაპიტანს ჩავაბაროთ 20 კაციანი რაზმი;
🟢რაზმის ყველა წევრს დავურიგოთ 10 ცალი პირადი ნომერი, გამოვიდა 200 000 საჭირო ხმა/პირადი ნომერი;
🟢თითო ჩაგდებულ პირად ნომერზე გადავიხადოთ 100 ლარი, სულ – 20 მილიონი ლარი ჭირდება ჩაყრას (რაზმის წევრების ჰონორარი). კაპიტნებს მივცეთ ამის კოორდინაციაში თითოს 5000 ლარი ხელფასი.

სულ – 5 მილიონი ლარი ანუ სულ კაპიტნების და რაზმების ხელფასი 25 მლნ ლარია.
ხარჯი ექნება ინფრასტრუქტურას.

ოფისები, ქოლ ცენტრები და ა.შ. თითო ოფისში რომ დავსვათ 10 კაპიტანი, საჭიროა 100 ოფისი. ინტერნეტი და ტელეფონები. დიდი არაფერი გაწიე გამოწიე 1-2 მილიონი ლარია თავისი ჭამა-სმით და კომუნალურებით. 5 მილიონი იყოს ჰა, ჯანდაბას 25+5=30 მილიონი ლარი.

კალაძეს რამდენს თხოვდნენ ბორინკასთან ასატანად? 800 მლნს?😁
საიდან მოგვაქვს 200 000 პირადი ნომერი?

საქმეში ვრთავთ ადმინ. რესურსს – შსს, სუსი, საზღვრის მონაცემები, ცესკო
1. ვარკვევთ ვინაა ქვეყნის გარეთ ემიგრაციაში
2. ვარკვევთ ციხეში პატიმრებს
3. ვარკვევთ ვინ არ ყოფილა არჩევნებზე არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში
4. ე.წ. რეგიონების მწვანე უბნებიდან ამომრჩევლებს გადმოვწერთ თბილისში
და ა.შ.
ვაკეთებთ ამ პირადი ნომრების ბაზას, ვანაწილებთ კაპიტნებთან.
სულ ესაა, მადლობა, ნახვამდის.

ხოდა ნურავის ეწყინება, თუ მე ამ ვითომ არჩევნებს, სკამებზე ნადირობას დავარქმევ.

იმედია ამომრჩეველი მომავალ ნამდვილ არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს. არ მინდა იარლიყების სროლა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს რა მოტივებით მოძრაობენ.

P.S.
1. სანამ მოგებას და თბილისის გამოგლეჯვას დაიკვეხნით, პროცენტებთან ერთად, ხმების რაოდენობებიც თვალეთ!
2. თურქეთის თვითმმართველობების არჩევნები რომ მოგყავდათ მაგალითად, იქაური აქტივობა ნახეთ (75%-ია დაახ.)
3. სანამ საქართველოში საარჩევნო აქტივობა იქნება ის რაც არის, ქვეყანა მმართველობაში ექნება უმცირესობას, უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
4. სანამ “იიიი მე პოლიტიკაში არ ვერევი” არ გადატყდება, ძნელი იქნება ცვლილებების მიღწევა.

ბიაზი გასკდა!” – წერს გიორგი ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...