spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია" -...

“ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიისა და მისი საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

უმძიმესი გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის.

საქართველოს კეთილდღეობა ჩემს დროს დაეფუძნა ძირითად წყაროს – სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჯერ შევარდნაძის დროს მოვიპოვეთ და ჩემ დროს გავაღრმავეთ, ტურიზმს და ჩვენს სტატუსს, როგორც „მსოფლიო დემოკრატიის შუქურის“, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გვხდიდა ინვესტიციებისთვის.

ასევე გვამაგრებდა ჩემს დროს დამყარებული ფართო საერთაშორისო კავშირები და სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაწყება. ეს ოთხი ფაქტორი იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სწორედ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციის და განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის დასაცავად გამოაგზავნა ბუშმა 2008 წელს მე-6 ფლოტი.

ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.

დღეს დაგეგმილი, ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდაში იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო დერეფანს ევროპიდან ჩინეთში, ამჯერად საქართველოს, ირანის და რუსეთის გვერდის ავლით.

დიახ, სწორედ ირანთან და რუსეთთან ერთად ვექცევით სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში. ეს ნიშნავს რომ რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად.

ლაზიკის პორტის პროექტი აზრს კარგავს, ისევე როგორც არსებული ქართული პორტები და საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის კიდევ უფრო დაჩქარებული გასვლა და საყოველთაო სიღარიბე. აი სად მიგვიყვანა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტამ.

რა ირონიულია, რომ ეს ყველაფერი ხდება აგვისტოს ომის წლისთავზე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის...

„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...