spot_img
მთავარიარჩევნებილევან სანიკიძე: “ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელსაც ვერც...

ლევან სანიკიძე: “ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელსაც ვერც რეპრესიები და ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეაჩერებს

ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელსაც ვერც რეპრესიები და ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეაჩერებს. მათ ეშინიათ ყველაფრის, რაც კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ იდეას ვერ აკრძალავთ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ, ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პარტიის საარჩევნო ნომერი “5”-ს სხვა პარტიისთვის გადაცემასთან დაკავშირებთ:

ივანიშვილის სათამაშომ და 4 ოქტომბრის დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციის ადმინისტრატორმა, ბატონმა კალანდარიშვილმა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო ნომერი 5-ის ჩამორთმევის შესახებ გვაუწყა, რომელიც აქამდე ჩვენთვის გაუგონარ პარტიას – “ჩვენი გაერთიანებული საქართველო” – უბოძეს.

4 ოქტომბრის ფარსზე ესეც საუკეთესოდ მიუთითებს, სადაც 5 ნომერიც კი ფეიქ პარტიას მიანიჭეს.

ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები და ვხედავთ რა საცოდავ დღეში არიან. გიორგი კალანდარიშვილს მინდა მივმართო, რომ ეს გადაწყვეტილება დააბინაოს იქ, სადაც წარმოუდგენია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ინახება და სადაც წულუკიანის დასკვნაც უნდა მოითავსონ აუცილებლად.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული რა ბრძოლაში ვართ. “ერთიან ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გაათავისუფლოს საქართველო. ჩვენ გააზრებული გვაქვს რა ბრძოლაში ვართ. მათ ეშინიათ ყველაფრის, რაც კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ იდეას ვერ აკრძალავთ.

საარჩევნო ნომრის დაკარგვა არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც ჩვენი სამშობლოს დაკარგვის საფრთხე ჰქვია და ეს სავსებით რეალურია, რადგან ვხედავთ, რომ საქართველო კარგავს ფუნქციას, იდენტობას.

ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის ბიულეტენზე ვინ იქნება წარმოდგენილ და რა ნომრით იქნება წარმოდგენილი, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგი დემოკრატიული არჩევნების დროს დემოკრატიული სტატუს კვო აღდგება და 5 ნომერი დაუბრუნდება მის კანონიერ პატრონს, იქამდე კი საქართველოა დასაბრუნებელი, ჩვენი ქვეყანაა დასაბრუნებელი, ჩვენი გმირების ღირსებაა დასაცავი, ივანიშვილის რეჟიმია დასასრულებელი.

ეს არის კიდევ ერთი დასტური თუ რატომ არ უნდა მიიღოს არცერთმა ჩვენმა პატრიოტმა თანამოქალაქემ მონაწილეობა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და დადგეს იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, დადგეს ქუჩაში, რადგან დღეს საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად მოვიტანთ და ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვიშლის”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...