spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველწამს, სანამ არ ვიგებთ,...

“ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველწამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით საპროტესტო აქტივობების მნიშვნელობაზე საუბრობს:

მზია ამაღლობელზე დადებული ცნობილი ადამიანების FB ქარდები ვნახე, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ.

კარგია ეს. ამ რეალობაში ესეც დასაფასებელია, რა თქმა უნდა.
მაგრამ, იქნებ მეტიც შეძლოთ?

მხოლოდ ჯოჯოხეთურ მომენტებში რომ ჩნდებით და აფიქსირებთ პოზიციას, და შემდეგ ისევ ქრებით, შემდეგი ჯოჯოხეთური მომენტის დადგომამდე, იქნებ ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღარ დამთავრდა ასეთი ჯოჯოხეთური მომენტები? პირიქით, ჩვენს გარშემო რეალობა იქცა უკვე სრულ ჯოჯოხეთად.

როცა მთელი ქვეყანა ღრიალებს, მაგ დროს ერთი წინადადების გასროლა, მოვალეობის მოხდის გემოს ტოვებს.

უკაცრავად, საწყენად არ ვამბობ. არავის განაწყენების სურვილი არ მაქვს. მაგრამ გაჩუმებასაც ვერ ვახერხებ, დრო აღარ მაქვს.

“პოლიტიკაში არ ვერევი” და “პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ესეც არაა პასუხი. არც ჩემი არ არის. გავჩუმდებით მე-12 პენიტენციური და გარეთ კიდევ 4-5, პოლიტიკოსს რომ ვეძახით და მერე რა ხდება? მერე ვისი საქმეა პოლიტიკა?

ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველწამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ.
ეგეთი დროა“, – აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
04.08.2025

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...