ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაკარგი მენეჯერი ის არის ვინც სიტუაციას მართავს და...

კარგი მენეჯერი ის არის ვინც სიტუაციას მართავს და არა პირიქით – გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრზე

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეხმიანება პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ კარგი მენეჯერი სიტუაციას თვითონ აკონტოლებს და არა პირიქით, როდესაც სიტუაცია მართავს მენეჯერს, როდესაც მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული გეგმა, საგანგებო მდგომარეობის 20 დღით გაგრძელება არ იქნება საკმარისი. მისი განმარტებით მთავრობას მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება და პოლიტიკური სარგებელი აინტერესებს:

მთავრობას არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება და მიიღოს პოლიტიკური სარგებელი. აქედან გამომდინარე, ქვეყანა არის მძიმე ვითარებაში. საგანგებო მდგომარეობის 20 დღით გაგრძელება არ იქნება საკმარისი.

რა შეიცვლება 20 დღის მერე?! – არაფერი… გარდა იმისა, რომ გახარიაზე იძახიან კარგი მენეჯერიაო. კარგი მენეჯმენტია ის, როცა ბევრი აკრძალვა გვაქვს?!

– კარგი მენეჯერი ის არის ვინც სიტუაციას მართავს და არა სიტუაცია მართავს მენეჯერს. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ, აქედან გამომდინარე არაპროფესიონალიზმისა და უცოდინრობის მსხვერპლი ვართ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს, იაგო ხვიჩიას ამომრჩეველზე გაუნათლებელი და უთავმოყვარეო ქართველი არ არსებობს”...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“მე წამართვეს ფიზიკური თავისუფლება, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ შეეხება ჩემს შინაგან თავისუფლებას და ჩემს...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...