“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიმართ გამოვლენილ ნეგატიურ დამოკიდებულებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიმართლე უნდა გაიგოს ყველამ:
“მედია, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, პოლიტიკოსები, ონლაინ-გამოცემები… მოკლედ, არ დარჩა პროპაგანდისტების არცერთი პლატფორმა, რომ [4 აგვისტოს] წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა.
მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დაპირისპირებას, ქურდობას, ძარცვას და გარყვნილებას.
ეს არის დიპ სტეიტი, იგივე რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი, რომლებიც თბილ სავარძლებში მოკალათებულნი განაგებენ აშშ-ს, ევროპას, ბრიტანეთს და ცდილობენ, მსოფლიო ჰეგემონები გახდნენ, დახოცონ ადამიანები და ახალი ბიომასა გამოიყვანონ, რომელიც შემდგომ მათ სამსახურში ჩადგება.
ზაზა შათირიშვილი კარგ ანალიზს აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა, რომელმაც საკუთარ ნაწარმოებში „ახალი საოცარი სამყარო“ საზოგადოებას სწორედ ოჯახების დავალებით უთხრა, თუ რას გვიპირებენ.
ამიტომ, უნდა ვისაუბრობთ ბევრი და უნდა ვისაუბროთ ყველგან, რომ სიმართლე გაიგოს საზოგადოებამ, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ რაც შეიძლება ბევრგან. ინფორმირებული ადამიანის დამარცხება და დამონება ძალიან რთულია!” – წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

