პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური - იქიდანაც...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და იგი განაგრძობს მუშაობას, როგორც პოლიტიკოსი და როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანი” – სევდია უგრეხელიძე

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული 8-პუნქტიანი გეგმის შესახებ:

,,როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და იგი განაგრძობს მუშაობას, როგორც პოლიტიკოსი და როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანი. ამიტომ, მისი იდეები და პროგრამები ყოველთვის საინტერესოა.

ამჯერადაც, მე რასაც გავეცანი, ძალიან საინტერესოა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ეხმაურება იმას, რაც უკვე გარეთ ხდება, არის. ჩვენ ვიცით, რომ 4 ოქტომბრის ვადა და შეკრება უკვე დათქმულიც არის გარკვეულწილად რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოების მიერ, ვიცით პარტიების პოზიციები. ამიტომაც, ამ ყველაფრის სისტემაში მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მან შემოგვთავაზა თავისი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში უკეთესია, რომ ყველაფერი ჯერ განხილული ყოფილიყო დახურულ კარს მიღმა და შემდეგ გამოტანილი. მაგრამ ახლა ჩვენ ასეთი ფუფუნება აღარ გვაქვს. ჩვენ ვართ საშინელ „ფოსმაჟორში“ – ამ აგრესიული, არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან.

ამიტომ მოვისმინთ ამას კიდევ ერთხელ, გავივლით ამ პუნქტებს, განვიხილავთ და საზოგადოება თავად გამოთქვამს თავის აზრს ამ პუნქტების მიმართ. რა თქმა უნდა, იქნება მოსაზრებები, შესწორებები, ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს, მაგრამ პრინციპს, რომ ერთიანობა უნდა შედგეს, მათ შორის, ვისაც ერთიანობისთვის საფუძველი და მზაობა გააჩნია.

ჩვენ აღარ უნდა ველოდოთ და არ უნდა ვეხვეწოთ არავის ამ ერთიანობის მოსაპატიჟებლად. ეს არის ცხადი და აუცილებელი.
ვფიქრობ, ეს დოკუმენტი და გიორგი ვაშაძის ინიციატივა ძალიან დაგვეხმარება, მით უმეტეს, რომ ის ასახავს არსებულ განწყობებს და ამავე დროს გვაწვდის ახალს.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარს – ნამდვილ, მოქმედ პოლიტიკოსს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც არასდროს ისვენებს, არასდროს იღლება, არასდროს ჩერდება და ყოველთვის მუშაობს იმ მხრივ, რაც საჭიროა ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...