პარასკევი, აგვისტო 1, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის და ამ საქმის შესრულების გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამარჯვება” – მანანა ჯებაშვილი

პარტია “სტრატეგია აღმასენებლის ოფისში” გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე “ვაშაძის გეგმა – ძალა ერთობაშია”. საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში შეფასებები გააკეთა და თავისი პოზიცია დააფიქსირა გიორგი ვაშაძის მიერ მომზადებული 8-პუნქტიანი გეგმის შესახებ:

,,ეს არის პროდასავლური ძალების კონსოლიდაციის, კოორდინაციის და მობილიზაციის შეთანხმების დოკუმენტი. დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა — ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის და ამ საქმის შესრულების გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამარჯვება.

რაც არ უნდა დასავლეთი მხარს გვიჭერდეს და გვეხმარებოდეს მიმდინარე პროცესებში, ამის გარეშე ჩვენი გამარჯვება ვერ მოხდება. ამდენად, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ, თვეები — მრავალი თვე — გავიდა იმ პროცესში, რომ ველოდებოდით: აი, შეთანხმდებიან რაღაცაზე შევთანხმდებით… მაგრამ ასე არ ხდება.

ახლა დადგა ის დრო, როდესაც ვინც ვთანხმდებით — ვთანხმდენით… ძალიან ბევრია, მთელი საქართველოა, ვინც თანხმდება და ამიტომ, ვიღაცეების ლოდინი, მე მგონი, უკვე აღარ შეიძლება. ეს უკვე ძალიან დაგვიანებულია და ძალიან აზარალებს პროცესს.

აქ შეკრებილები ვართ ძირითადად ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, უზენაესი საბჭოს წევრები. დღეს არის განხილვა ამ დოკუმენტის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ეს ყველაფერი თავის დროზე უკვე გამოიარეს უფრო მწვავედ – სისხლიანი გადატრიალებით, ტანკებით და ტყვიებით.

ამიტომ ზუსტად მათ კარგად იციან, რას ნიშნავს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა, მონობა და ქვეყნის კოლონიურ მდგომარეობაში ყოფნა.

ჩვენ განვიხილავთ ამ დოკუმენტს, სავარაუდოდ ყველა გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, შენიშვნებს. თუმცა, ზოგადად, დოკუმენტზე შეთანხმებული ვართ“, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...