კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი:
“ერთი კაცი მინისტრად დანიშნეს.
იმ მინისტრმა მოადგილე მიიყვანა.
იმ მოადგილემ შესყიდვების კაცი მიიყვანა.
ცოტა ხანში იმ მინისტრის მოყვარეც გამოჩნდა, – “აქანა დავდგამ სამედიცინო აპარატურასო“.
მერე მივიდა პროკურორი და ოთხივეს ავტოგრაფი სთხოვა, – “ა, აგერ მომიწერეთ ხელიო“.
სერიოზულად კი, – არ გრცხვენიათ… ღორებო?! 😡
მეტი რაღა, კაცო, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე დაგნიშნეს, მეტი რაღა?!🤔
გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.