კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და კონკრეტულ ფაქტს შეახსენებს ყოფილ პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს:
“ცხელი ზაფხულია – ხმაურიანი დაჭერები გაგრძელდება!
ჯერჯერობით, ჩვენების მიმცემი ხალხი არ მოიძებნა – ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!
ახლა ალბათ, ხვდება ღარიბაშვილი რას განიცდიდნენ ირაკლი ალასანიას თანამშრომლები, კაბელების საქმე რომ შეუკერეს და ალასანიაზე ჩვენებას სთხოვდნენ!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.