ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა მწვავე შეფასებებით და ერთგვარი ულტიმატუმით ეხმაურება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ფაქტებს:
“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!!
მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!
სათითაოდ ხომ დაგვსდევენ და თავის ჭკუაში გვამწარებენ იმ იმედით, რომ რამეს მიაღწევენ. ვერ ხვდებიან, რომ ანგარიშსწორება ძალიან მძიმე იქნება!!!
მე უკვე ვიცი ჩვენიანები, რომლებიც პატარა ანალიტიკურ ჯგუფებს ქმნიან, აღარ დაელოდებიან პოლიციას და თავად გამოააშკარავებენ ქვეყნის მტრებს, მაგრამ განა ეს საქმეა?
მაშინ ბარემ ლინჩის წესზე გადავიდეთ, არადა ალტერნატიული ვარიანტიც არ ჩანს.
გუშინ ზუსტად 7 კაცის გამო გადაიკეტა რუსთაველი.
მართალია ერთი საათით, მაგრამ ხომ დაიწერეს “გალოჩკა”, რომ “მეასოცდამემილიონედი” დღე აქვთ უწყვეტი პროტესტის!
მოკლედ არჩევანი მარტივია, ან იწყება პროვოკატორების დაჭერა და გადამართლება, ან ხალხი თავად აიღებს ამ ფუნქციას საკუთარ ხელში!
P.S. რუსთაველზე და შემოგარენში თითქმის ყველა კამერა დაზიანებულია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.