მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე აქტივისტების ე.წ. პრევენციულ დაკავებაზე და ერთგვარი შეთავაზება გააკეთა მზია ამაღლობელთან მიმართებაში, კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა:
“ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით (აღიარონ) და 30 ადამიანის დაკავების საჭიროებაზე, თვალნათლივ მიუთითებს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს, ყველაფერი ფარსია და მხოლოდ “პარტიის” ნება განსაზღვრავს სამართალსაც და სამართლიანობასაც“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.