კვირა, ივლისი 27, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმთიან აჭარას კიდევ ერთი სათავგადასავლო ბილიკი შეემატა

მთიან აჭარას კიდევ ერთი სათავგადასავლო ბილიკი შეემატა

მთიან აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ბილიკი შეემატა. ზუნდაგას სათავგადასავლო ბილიკი, რომელიც ბათუმიდან ერთი საათის სამანქანე გზის სავალზე მდებარეობს, ვიზიტორების მისაღებად მზადაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ზუნდაგას ტყეში გამავალი ბილიკი გაიჭრა, სავალი ნაწილი კეთილმოეწყო და მასზე დამონტაჟდა ბუნებასთან ადაპტირებული ხის კიბეები. ორ კილომეტრიანი სათავგადასავლო ბილიკი ხშირ ტყეში გადის და ზუნდაგას ულამაზეს ჩანჩქეთან სრულდება, სადაც ვიზიტორებს დასვენება და პიკნიკის მოწყობის საშუალება აქვთ. ბილიკი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მენეჯმენტმა ქედის ტურისტული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივებთან ერთად დალაშქრა.

ჯამში, მთიან აჭარაში 30-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი მდებარეობს, რომელთა შესახებ ინფორმაციები და GPS რუკები განთავსებულია ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka. მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი ქობულეთის ტორფნარზე, კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-მდე ტურისტულად საინტერესო მიმართულებებზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა).

ინფორმაციას  ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ქობულეთმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ ყველაზე ფერად ფესტივალს ქობულეთმა უმასპინძლა. „ზაფხულის ფესტივალს“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...