spot_img
მთავარიარჩევნები"ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს" -...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მას არ სურს ოპოზიციაზე საუბარი, რადგან ისინი თავად ვერ გარკვეულან მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ან ვინ იქნება მერობის მათი კანდიდატი.

ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან საქმე ეხება კონკრეტულ უბნებში, რაიონებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიოენბში, სოფლებში, ქალაქებში. ცხადია, არსებობს გამოწვევები.

მე თბილისზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან ყველა პრობლემა ვიცით, რაც უნდა მოგვარდეს და რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები.

ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო. ეს არ არის ჩემი საქმე. თავად ვერ გარკვეულან ერთმანეთში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, როგორი ფორმით წარდგება არჩევნებში. მთავარი არის ის, რომ ჩვენ არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს.

არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე. ერთადერთი პარტია, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს თუნდაც დედაქალაქში და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით: „თქვენ ძალიან ნერვიულობთ ჩემს კანდიდატურაზე. გაგიხარდებათ, როგორც მოქალაქეს, მე რომ ვიყო თბილისის მერი? დაელოდეთ და თავის დროზე ყველაფერი ცხადი გახდება“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგვისტოში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს და მათ შორის ახალი სახეებიც იქნებიან.

აგვისტოში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და დეტალურ ინფორმაცის მივაწვდით საზოგადეობას. გვეყოლება ახალი სახეებიც. მნიშვნელოვანია ხალხში გასვლა, პირდაპირი კომუნიკაცია. ვინც დიდი ხანია საკრებულოშია და ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მათ მოსახლეობასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტიათ. ახალი სახეებიც პირველივე დღიდან ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...