spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა" -...

“26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა” – კახა კალაძე

ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას – ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, როგორც გამჭვირვალობის შესახებ, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები გამოყენებულია მხოლოდ საბაბად.

ეს არის საბაბი, რომ რაღაც მოიგონონ და სათქმელი ჰქონდეთ. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რაიმეს წინააღმდეგ? ეს წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვეულებრივად მუშაობს ეს კანონები და ევროპარლამენტიც მუშაობს ანალოგიური კანონის მისაღებად. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველაფერი, რასაც ვისმენთ, რომ თითქოს რაღაც პრობლემაა და უნდა შევცვალოთ, ეს არაფერ შუაშია.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე, როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები. არავის ვაძლევთ ამის საშუალებას – გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, ამისთვის მზად ვართ და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყენებენ ნაცად გეგმას და შემოაქვთ რუსული ნარატივი.

ეს უკვე ნაცადი გეგმაა და არ არის ახალი. რუსული ნარატივი შემოაქვთ ხოლმე, იძახიან – რუსეთუმე, რუსული კანონი, იგივე ხდება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით – არანაირი არგუმენტი და კონკრეტიკა, მხოლოდ ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.

ძალიან რთული ვითარებაა როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად მსოფლიოში, ყველა ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, პირველ რიგში, ითვალისწინებს და მიმართულია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...