spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" რუსული"...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.

ეს ყველაფერი ახალი არაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება. ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, არასასურველი შედეგები რომ დგება, ყოველთვის შემოაქვთ რუსული თემა. მათი მედიების ჩართულობით, რომლებიც მძლავრად არიან მსოფლიოში წარმოდგენილი, მიდის გაშავების პროგანდა, რომ ეს პოლიტიკოსი თუ პარტია არის რუსეთუმე, რუსეთის წარმომადგენელი, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც სასურველი შედეგი არ დგებოდა, ასე ხდებოდა.

მაგალითად, გახსოვთ, როგორი კამპანია იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული. ჩვენ როდესაც ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობდით, ბევრი დაგვცინოდა. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და უკვე აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს „დიფ სთეითზე“, გლობალურ ომის პარტიაზე და იმ გადაწყვეტილებებსა და უმძიმეს საკითხებზე, რაც ხდებოდა პროპაგანდის სახით. ეს იყო რუსული ნარატივის შემოტანა და დაბრალება.

საქართველოში რამე განსხვავებული კი არ ხდება. აქაც იგივე დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს, რუსულ საქმეს ვაკეთებთ. ვერავის მოჰყავს ერთი მაგალითი მაინც, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსულ კომპანიებზე გასხვისების შესახებ.

დღეს, საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კორუფციაში ჩაძირულ მთავრობას რაში აინტერესებს ხალხი და მათი ბავშვები” – ანა დოლიძე

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკვერში მომხდარ შემთხვევას, რა...

“სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა” – დავით...

ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...