“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ აშშ-ს კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით გამოთქმულ ირონიულ შეფასებას ეხმაურება:
“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური. შემთხვევით თაროდან გადმოვარდნილი წიგნიც რომ არ დაცემია თავში.
ინტელექტი ტანსაცმლის ბრენდი რომ ჰგონია და კულტურა – კაფე.
რა რუკაზე საუბრობ?!
ისიც კი არ იცი დედამიწა რა ფორმისაა🤢🤣“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის: “რუკა რომ მიუტანო, დარწმუნებული ვარ, ვერ გეტყვის საქართველო სად არის, შეიძლება ჯორჯიის შტატი ჰგონია“, – განაცხადა კახა კალაძემ, კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით