შაბათი, ივლისი 26, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?" - ნინო ჯანგირაშვილი

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და პირდაპირი მინიშნებებით მიმართავს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

არჩევნებში მონაწილეთაგან ჯერჯერობით არავის არ გაუცია პასუხი:

საქართველოში დანამდვილებით არმყოფი მოქალაქეების (რისი კონტროლის აბსოლუტური საშუალება აქვს ქოცს) პირად ნომერს რომ დაუწერენ ფურცელზე რამდენიმე ათას ქოცს და მოატარებენ თითოს ოც უბანს არჩევნების დღეს;

რეგისტრატორი რომ ხელით შეიყვანს ამ პირად ნომერს და ამოუბეჭდავს ხმის მიცემის ქვითარს ისე, რომ ვერავინ გააკონტროლებს, სინამდვილეში ეს ადამიანი ეკრანზე გამოჩენილი ადამიანია თუ არა;

კანონით რომ არის უკვე აკრძალული ამ ყველაფერზე დაკვირვება;

მთელი პროცესი, მარკირებიდან დაწყებული ხმის მიცემით დამთავრებული რომ ქოცის კონტროლის ქვეშ არის და ისე რომ გააყალბებს, რომ ვერავინ ვერაფერში გამოიჭერთ, დამკვირვებლის ნასახი რომ არ იქნება არსად, რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?

კაი, თქვენ თავის მოკვლა გადაწყვიტეთ და სხვებს სად ეპატიჟებით? სანამ ამ კითხვაზე არ უპასუხებთ, თქვენი ქოთქოთი არის სირცხვილი.

ახლა მოდაში შემოვიდა მოწოდება, აი, გაყალბებულ ოქმებს რომ გამოიტანენ საღამოს ავჯანყდეთო. იმდენი ტვინი ვისაც არ აქვს, რომ ვერ ხვდება, ოქმების გაყალბება არც დაჭირდებათ მანამდე ისეთ ფოკუზს ჩაატარებენ, იმას საერთოდ ჭკუა არ მოეკითხება არაფერში და შეგვეშვით თქვენი ჭირიმე. ოთხში საღამოს გინდა აჯანყდით, გინდა ყირაზე გადადით, გინდა მიწაზე იხოხეთ. გვკიდიხართ! არ წაიღეს მართლა ტვინი?!” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეიუსბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი ცოტა კარგად აგვიხსენი თორემ გასკდა თავი ფიქრით” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის ცალკეულ პოლიტიკურ შეფასებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...