spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური...

“ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას პასუხობს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ და აცხადებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია:

ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა.

გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის თუ სპეცრაზმელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმე კონკრეტული ფაქტები, თუნდაც კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მაგრამ მომიტინგეები, რომლებიც პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და მძიმე საგნებს ესროდნენ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით? მათ დღემდე „სინდისის პატიმრებს“ უწოდებთ. არადა არსებობს შესაბამისი კადრები, როცა დანაშაული ჩაიდინეს.

ადამიანი, რომელიც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, შეიწყალეთ და გმირად გამოიყვანეთ. ეს არის პრობლემა, რომ ძალადობას პირდაპირ ახალისებთ, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას. ამას გარედან გეუბნებიან, გაფინანსებებ, გაძლევენ მითითებებს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...