ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს...

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის მიერ შეთავაზებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

დღეს გამოქვეყნებული გიორგი ვაშაძის სტრატეგია ერთიანობის შესახებ არის დოკუმენტი სადაც პირველად გვთავაზობენ არა სიტყვებს, არამედ მწყობრ სტრუქტურას, წარმატების გააზრებულ სტრატეგიას.

ეს არ არის ცარიელი მოწოდება „მოდი, შევთანხმდეთ”, ეს არის კონკრეტული მექანიზმი როგორ ვაწყობთ მძლავრ სისტემურ ერთანობას.

ეს არ არის მხოლოდ პარტიების დროებითი კოორდინაცია, ეს არის მძლავრი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა კონკრეტული მექანიზმით.

გიორგი ვაშაძემ და სხვა ლიდერებმა თავიანთი ნაბიჯებით დაამტკიცეს, რომ პრინციპების ერთგულება არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მოქმედებაა.

ნდობა იქ იწყება, სადაც ლიდერები არ გარბიან, არ ეძებენ არ არსებულ, ფუჭ, იოლ გზებს, ისინი დგანან ხალხთან ერთად ბოლომდე.

სისტემური, სტრუქტურული ერთიანობა ერთადერთი გზაა გამარჯვებისთვის, დაქსაქსულობა ყოველთვის ნიშნავდა მარცხს.

ხოლო ერთიანობა ნიშნავს:

მეტ ძალას;

მეტ ნდობას;

მეტ იმედს;

და რეალურ შესაძლებლობას გამარჯვებისთვის.

ეს ხალხმა იცის. უბრალოდ ელოდება პირველ მწყობრ ნაბიჯებს ჩვენგან.

ჩვენ მზად ვართ ვაკეთოთ ის, რასაც წლებია ხალხი ითხოვს – კომპრომისი, ერთიანობა, მოქმედება, მწყობრი წინააღმდეგობა.

გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

გიორგი ვაშაძის ხედვა გამარჯვებასთან დაკავშირებით

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“რაც შეეხება ომის საფრთხეს – არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს...

ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას...

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...