spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული...

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს მედიაში გასულ კონკრეტულ სიუჟეტთან დაკავშირებით:

გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.

ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩა N12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იგი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, ამიტომ თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

შენობაში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული, უსახლკაროს სტატუსის მქონე 75 ოჯახი გადაყვანილია სხვა ფართებში და დაწყებულია დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურები.

სამწუხაროდ, შენობაში, ასევე, იმყოფებოდა უკანონოდ შეჭრილი რამდენიმე პირი, რომლებიც საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. შესაბამისად, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ, სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, ისინი შენობიდან გამოიყვანა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...