ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ზღვარი სად გადის ნეტავ?" - ნიკა გვარამია "რუსთავი...

“ზღვარი სად გადის ნეტავ?” – ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ზე ნაჩვენებ კადრებზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ კორონავირუსით დაავადებული პაციენტის ინტუბაციის კადრების ჩვენებას აკრიტიკებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი ტელეკომპანიის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს:

ტელეკომპანია რუსთავი 2 უკვე რეანიმაციიდან პირდაპირი კადრებით იწყებს კურიერს და კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტის ინტუბაციას გვაჩვენებს პირდაპირ ეთერში.

ჯერ ერთი, ამის ჩვენება (რაგინდ დაბლარული და დაფარული იყოს კადრები) და რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით, და მეორე – იმ ვითარებაში, როცა მთავარ არხს ინტერვიუსაც არ გვაძლევენ ეპიდემიოლოგები (მთავრობის წევრებზე ვიღა საუბრობს), თავს რომ ოპოზიციურად აცხადებს (არავის კი არ ჯერა, მაგრამ მაინც) ის არხი, მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლირებული ზონიდან მკაცრად დახურულ სამედიცინო პროცედურას აჩვენებს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ეს ხდება პაციენტის თანხმობის გარეშე – რეანიმაციაში ინტუბირებული პაციენტი ვერანაირ თანხმობას რომ ვერ მიცემდა, მარტივად გასაგებია.

ზღვარი სად გადის ნეტავ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა” – კახა კალაძე

"ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...