დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის იდეას, რეალურად მიიჩნევს:
“არსებული გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური.
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი შანტაჟით, როგორი მუქარით, როგორი რიტორიკით გვესაუბრებიან ევრობიუროკრატები ევროპიდან.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ცნობილია, უკვე დიდი ხანია ამ ლოგიკით მუშაობენ საქართველოზე. მათი ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა, რის შემდეგაც თავიანთი სასურველი ხელისუფლება მოიყვანონ“, – აცხადებს რიმა ბერაძე.