spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი...

“რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს დრო ჩვენს გაბედულებაზე და ერთიანობაზეა დამოკიდებული” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” მიერ წარმოებულ პოლიტიკას მწვავე, მძიმე შეფასებებს აძლევს:

„ქართული ოცნება“ ტრამპს ომის პარტიის წევრად აცხადებს, ქოცკომედია დასრულებულია.

როდესაც რეჟიმი ღიად აცხადებს, რომ ნატოს გაძლიერება პრობლემაა;

უკრაინის შეიარაღება საშიშია;

რუსეთის დასუსტება მიუღებელია – ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რეჟიმი აღარ მიიჩნევს თავს დასავლური სამყაროს ნაწილად.

ეს აღარ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის პირდაპირი არჩევანი იდგნენ მტრის მხარეს.

„ქართული ოცნება“ დღეს ერთად ებრძვის დასავლეთს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას არ აქვს არანაირი გამამართლებელი არგუმენტი.

რეჟიმი ყოველდღიურად კარგავს ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც.

გრძელდება სანქციები ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.

შესაბამისად, საზოგადოებამაც დღითიდღე უნდა გააძლიეროს პასუხი ამ უკანონობაზე.

ფაქტია, საქართველო დღეს იმართება ოლიგარქის ახირებებით, მაშინ როცა ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც კი არ ყიდის, არამედ იცავს საქართველოს.

რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს დრო ჩვენს გაბედულებაზე და ერთიანობაზეა დამოკიდებული”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...